2021 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რეგიონის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. 9 მუნიციპალიტეტმა (ქუთაისი, საჩხერე, ბაღდათი, ხარაგაული, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ხონი) სახელმწიფო რწმუნებულთან არსებულ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს, ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა.
ძირითადად ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობა, დასასვენებელი სკვერებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ამორტიზებული ხიდების აღდგენა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. საბჭოს გადაწყვეტილებით იმერეთის მასშტაბით 247 პროექტში შევიდა ცვლილება, რომელთა საერთო ღირებულებაა 97 294 244 ლარი. სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომის წევრებმა წარმოდგენილ ყველა პროექტს დაუჭირეს მხარი.