დღეს არჩევნების მეორე ტურია.59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი ცხრის ნახევარზე გაიმართა.როგორც კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი ამბობს,საარჩევნო უბნები წესების სრული დაცვით გაიხსნა.
130- დან უმეტეს უბანზე პირველი ამომრჩეველი უკვე მივიდა.ქუთაისში 123 ძირითადი და 7 სპეცუბანია.620 ადამიანი,რომლებიც საარჩევნო უბანზე მისვლას კორონავირუსის გამო ვერ ახერხებენ,საკუთარ არჩევანს სპეცუბანზე დააფიიქსირებენ.
ქუთაისში სულ 154 928 ამომრჩეველია რეგისტრირებული
ხვალ არჩევნების მეორე ტურია. კენჭისყრა დილის 8 საათზე დაიწყება.როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარცევნო კომისიაში განმარტავენ , ბიულეტინზე დატანილია მეორე ტურში გასული ორი კანდიდატის სახელი და გვარი და შესაბამისი ნომერი.
59_ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით,ოპოზიციის განცხადება,მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში დაგვიანებით შევიდა, რის გამოც,ისინი ბიულეტინიდან ამოღებული არ არიან.
ლარინა ლალიაშვილმა ასევე განაცხადა,რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის გამო, საარჩევნო უბნებზე მომუშავე პირებს პრობლემები არ შეექმნებათ.
ქუთაისში 154 928 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ქალაქში ძირითადი საარჩევნო 123 უბანი და 7 სპეც. უბანია,აქედან ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
620 ადამიანი კი, რომლებიც კოვიდინფექციის გამო არჩევნებზე მისვლას ვერ ახერხებენ, ხმას სპეცუბნებზე მისცემენ.