კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.ინფორმაციას ,,საპატრიარქოს უწყებანი,, ავრცელებს . COVID-19-ით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი გარდაიცვალა.
კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.ინფორმაციას ,,საპატრიარქოს უწყებანი,, ავრცელებს . COVID-19-ით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი გარდაიცვალა.
დღეს კათოლიკური შობა აღინიშნება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ტარდება. პანდემიასთან დაკავშირებით, ლიტურგია ტრადიციული ღამისთევის გარეშე, ჩატარდა.
კორონავირუსის გამო წელს მსოფლიოში კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობას განსხვავებულად აღინიშნება. რომის პაპი ფრანცისკე ხალხმრავალ მესას არ აღავლენს და აივნანზე არ გამოვა, საიდანაც ხალხს ლოცავს.
კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა. რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს.
როგორც თეოლოგი ლაშა შერვაშიძე დეისაძე სოციალურ ქსელში წერს, შესწორებული (ახალი) კალენდარული სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს ათი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის (საბერძნეთი), ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკისა და კანადის.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი შობიდანვე გამოავლინა. ნათლობისას ჩვილი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა.
რელიგიური სწავლების მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება .მისუ წმინდა ნაწილები ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები 1087 წელს გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო.
ბარბარეს სურვილმა დიოსკორე განარისხა. მან ქალიშვილი ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა, მიიჩნევდა,რომ ის წამებით სიკვდილის ღირსი იყო.
ღვთის შემწეობითა და სიყვარულით, წმინდა ბარბარემ არაერთი სატანჯველი დაითმინა. მათ შორის ტყავის შოლტებით ცემა, რის შემდეგაც მას საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა.
წმინდა ბარბარეს თავი მისმა მამამ მოკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა – დიოსკორეს ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.
წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.
წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის ევედრებიან.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.
წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა.
კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა. პროექტი მოიცავს მრავალფუნქციური სივრცეების შექმნას, სადაც გაიმართება როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებები. განახლებული ბიბლიოთეკა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.
პროექტის მიზანია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი თანამედროვე ფუნქციებით აღჭურვა, რაც ქუთაისის ისტორიულ ბიბლიოთეკას ახალ სიცოცხლეს შესძენს.
ქუთაისი–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი გზიდან…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოება26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა…
კვირა ივლისი 26
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტიტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოება