ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი იმედოვნებს, რომ ქუთაისის არ ჩაიკეტება. დავით ერემეიშვილის ინფორმაციით, ქალაქის დაკეტვის შესახებ ჯერ საუბარი არ ყოფილაა.
,,დღეს კიდევ ველოდებით პასუხებს, სავარაუდოდ მატება აღარ უნდა გვქონდეს, მაგრამ, იმისთვის რომ დაზღვეული ვიყოთ, გაიხსნა სპეციალური პუნქტი, სადაც პირველ რიგში მოხდება იმ მოქალაქეების შემოწმება, რომლებიც არიან არსებულ კონტაქტებთან დაკავშირებული. ქალაქი დაიკეტება თუ არ დაიკეტება, ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.ეს თემა ჯერ არც განიხილება. შესაბამისად იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქი არ დაიკეტება,,-განაცხადა დავით ერემეიშვილმა