მერიის თეთრ დარბაზში, დღეს საპატიო მოქალაქეებს შესაბამისი სიგელები და სამკერდე ნიშნები ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.
მერიის თეთრ დარბაზში, დღეს საპატიო მოქალაქეებს შესაბამისი სიგელები და სამკერდე ნიშნები ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.
2 მაისს, "ქუთაისობა2022 "-ის აღნიშვნა ტრადიციულად, ქუთაისის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ბაგრატის საკათედრო ტაძარში ქუთაისი და ქუთაისელები დალოცა. საეკლესიო რიტუალს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და ქალაქის სტუმრები ესწრებოდნენ.

სამი ოთარის ძეგლის პატივგება "ქუთაისობის" ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიებაა. ქალაქის პირველმა პირებმა ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ძეგლები ყვავილებით შეამკეს " და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაარიბაშვილმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია იხსნება.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადის სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია მოიხსნება.
ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს ქუთაისში "გვირილობა",იგივე ორმაისობა აღინიშნება .სახალხო დღესასწაულის ტრადიცია სათავეს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში იღებს და ის გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივასა და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.
მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.
წვიმიანი ამინდის გამო დღევანდელ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და თითქმის ყველა ღონისძიებამ დახურულ სივრცეში გადაინაცვლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
" ქუთაისობა 2022"-ის პროგრამაში, 2 მაისს მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო , შევიდა ცვლილებები. შეიცვალა რამდენიმე ღონისძიების გამართვის ადგილი.

ტყიბულელი ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მისი მეტოქე ზელიმ კოცოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა აზერბაიჯანელმა…
კვირა აპრილი 19
In სპორტიქუთაისის ,,არესი” ,,დიდი 10”- ის ფინალში პირველად ითამაშებს. ,,არესმა” წინასწარ ფინალში თანაქალაქელი ,,აია” 33:22 დაამარცხა…
კვირა აპრილი 19
In სპორტი18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი…
შაბათი აპრილი 18
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოება