ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის გმირის ვლადიმერ გუბელაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის გმირის ვლადიმერ გუბელაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში, საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომი, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე გაგძელდა, 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია გაზიარებული არ იქნა.
ქუთაისის სპორტის სასახლეში ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ჯიშიანი ძაღლების ეროვნული გამოფენა CAC FCG "გვირილობა" და "ქუთაისის თასი 2022".
უკრაინულმა ჯარებმა ომის დაწყებიდან დაახლოებით 25 500 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში უკვე ლიკვიდირებულია 1130 მტრის ტანკი (პლუს 8 დღის განმავლობაში), 2741 ჯავშანტექნიკა (დღეში 28), 509 საარტილერიო სისტემა, 179 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა (შვიდი დღეში), 86 საჰაერო თავდაცვის სისტემა. (დღეში ორი), 199 თვითმფრინავი და 156 შვეულმფრენი, 1961 მანქანა და ტანკერი (27 დღეში).
გარდა ამისა, განადგურდა 12 ხომალდი (დღეში ერთი), 360 ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი (დღეში 19), 39 ერთეული სპეციალური ტექნიკა (ერთი დღეში) და 92 საკრუიზო რაკეტა (ერთი დღეში).
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დასძინა, რომ მტრის ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღის განმავლობაში ნოვოპავლოვსკის მიმართულებით დაფიქსირდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 7 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში 25 100 მოწინააღმდეგე იყო ლიკვიდირებული.
ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუქ გვერდიდან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ტყიბულელი ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მისი მეტოქე ზელიმ კოცოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა აზერბაიჯანელმა…
კვირა აპრილი 19
In სპორტიქუთაისის ,,არესი” ,,დიდი 10”- ის ფინალში პირველად ითამაშებს. ,,არესმა” წინასწარ ფინალში თანაქალაქელი ,,აია” 33:22 დაამარცხა…
კვირა აპრილი 19
In სპორტი18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი…
შაბათი აპრილი 18
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოება