უბედური შემთხვევა ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში-გარდაცვლილია მამაკაცი
უბედური შემთხვევა ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში-გარდაცვლილია მამაკაცი
,,რიონის ხეობის მცველები,, დღეს იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ შეიკრიბნენ და და მათი მხარდამჭერის დაკავება გააპროტესტეს.ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ გუშინ სოფელ სატყულიაში დააკავა.
დაკავებულს ბრალი ხვალ წარედგინება. აქტივისტები ხვალ საქალაქო სასამრთლოსთან აქციას აანონსებენ. ირაკლი მუკბანიანის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ქონდა ადგილი.მის თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შემთხვევა დღეს ახალგაზრდობის ქუჩაზე მოხდა. 80 წელს გადაცილებული ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უკვე მეოთხე დღეა, რაც თბილისში ამერიკის საელჩოსთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები აქციას მართავენ. პირამოკერილი ადამიანები მედიატორის საშუალებით ამერიკის ელჩისგან დახმარებას ელიან. მმართველობის მონიტორინგის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი ნოდარ ჩაჩანიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია,,ჯორჯიან მანგანეზმა,, რამდენჯერმე სცადა აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება, თუმცა მათ შორის კომპენსაციის გაცემის პირობებზე შეთანხმება ვერ შედგა. კომპანია მხოლოდ ზარალში ნაწილში აპირებს ანაზღაურებას, მოქალაქეები კი მათი ქონების სრულ შეფასებას ითხოვენ.
შეგახსნებთ, რომ მოსახლეობის ნაწილს, მათ შორის ქალებს, პირი აქვთ ამოკერილი და შიმშილობას აგრძელებენ.
ტაქსის კომპანია მაქსიმის მძღოლები, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს, კომპანიამ დაბლოკა. ამის შესახებ იმ ადამიანებმა განაცხადეს, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ.ამბობენ, რომ დაბლოკვა ნიშნავს, რომ პროგრამაში ვეღარ შედიან, შეკვეთას ვეღარ იღებენ და შესაბამისად ვერ მუშაობენ. ასეთი სულ 50-მდე მძღოლია. მათ დღეს მორიგი აქცია გამართეს, მოთხოვნებს კიდევ ერთი შეემტა და უკვე ტარიფის მომატებასთან ერთად, ბლოკის მოხსნასა და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
,,საერთაშორისო გამჭივრალობა საქართველო,, ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელიც ,,პარკინგსერვისს,, ეხება.კვლევაში წერია, რომ ქუთაისის მერიას შპს “პარკინგსერვისისგან” 2016-2020 წლებში იჯარის თანხად 2,259,988 ლარი უნდა მიეღო, თუმცა მხოლოდ 149,999 ლარი მიიღო. ეს კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს სწორედ იმიტომ შექმნა, რომ ქუთაისში პარკინგი მოეწესრიგებინა და მუნიციპალურ ბიუჯეტს შემოსავალი მიეღო, თუმცა, ვერცერთი ამოცანა ვერ შესრულდა.
შპს “პარკინგსერვისის” წლიური ხარჯი საშუალოდ 450 ათას ლარია და ამ ფასად ის მოქალაქეებისგან საშუალოდ 252 ათასი ლარის ჯარიმის მობილიზებას ახდენს. მოქალაქეების მიერ პარკინგში ჯარიმის სახით გადახდილი ყოველი 1 ლარი, გადასახადის გადამხდელებს დამატებით 1,80 ლარი უჯდებათ.
კომპანია შექმნის დღიდან ვერც ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს. ამის გამო ქალაქის მერიამ გააუქმა იჯარის ხელშეკრულება და შპს-ს ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა, ხოლო არასრულად დაანგარიშებული იჯარის თანხა და პირგასამტეხლო, ჯამში 1,784,890 ლარი, 10 წელზე გადაუნაწილა.
შპს “პარკინგსერვისის” შექმნამდე, 2014-2015 წლებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე ორგანიზების უფლების სასყიდლით გაცემისათვის ელექტრონული აუქციონი ოთხჯერ გამოცხადდა (2014 წლის 7 ნოემბერს, 2015 წლის 1 აპრილს, 2015 წლის 21 აპრილს და 2015 წლის 5 მაისს). ოთხივე შემთხვევაში პირობები იყო იდენტური და ამ უფლების გადაცემის საწყისი წლიური საფასური 660,000 ლარი იყო. მერიის განმარტებით, ოთხივე აუქციონი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. უნდა აღინიშნოს, რომ მერიას აუქციონის განაცხადებში არ შეუტანია არსებითი ცვლილება, თან აუქციონთა განახლება ხდებოდა დროის მცირე ინტერვალში ჩაშლის მიზეზების ანალიზისა და აღმოფხვრის გარეშე.
მოგვიანებით ქუთაისის მერიამ თავად შექმნა შპს “პარკინგსერვისი”. შესაბამისად, ქუთაისში პარკინგის საკითხის მოწესრიგება დაევალა არა კერძო კომპანიას, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ დაფუძნებულ კომპანიას. შპს-ს ფუნქციონირების დასაწყებად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2015 წელს 300,000 ლარი გამოეყო.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო ეკისრებათ ჯარიმები, რაც ქალაქის ბიუჯეტში შედის. ჯარიმების ოდენობამ 2016 წელს 166,762 ლარი, 2017 წელს 301,600 ლარი, 2018 წლის 260,490 ლარი, 2019 წელს 293,749 ლარი, ხოლო 2020 წელს 241,773 ლარი შეადგინა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიაჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა უნდა გააუქმოს შპს “პარკინგერსვისი” და იზრუნოს პარკირების სერვისის ტენდერის ან აუქციონის მეშვეობით შესყიდვაზე. ამასთან, მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს ტენდერის გონივრული ფასი, რომელიც არ იქნება იმაზე მეტი, რაც თავად დაუწესა მუნიციპალურ შპს-ს.მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს როგორც შპს “პარკინგსერვისის” საქმიანობა, ასევე ამ კომპანიისა და მერიის ურთიერთობა, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისოორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისწარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა…
ოთხშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. მათი სახელით სოციალურ ქსელში განცხადება ვრცელდება. ,,საპროტესტო კარვები, რომლებიც დღეს დგას…
ოთხშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52 მონაკვეთზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, დღეიდან, 17 სექტემბრის 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე და…
ოთხშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებასაარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნოსაკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერებისამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო…
ოთხშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში…
სამშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოება