ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო.
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო.
ხმაური ქუთაისის მერიასთან. სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ შეიკრიბნენ.ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებს სტენსილის დაწერის საშუალება არ მისცეს. მათი თქმით, ისინი აპირებდნენ წარწერის გაკეთებას ,,თავისუფლება მიშას,, რისი უფლებაც არ მიეცათ.სამართალდამცველებმა მათ პულივიზატორები ჩამოართვეს. დაპირისპირების შედეგად სავარაუდოდ 3 ადამიანია დაკავებული.
აქტივისტები სარფიდან ფეხით რუსთავისკენ მიემართებიან, ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია დაკავებული.
ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა მედიას უთხრეს, რომ აქტივისტები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება.
ქუთაისის საკრებულოს წევრს,პარტია "საქართველოსთვის" სიის პირველ ნომერს ელისო არჩაიას მანქანა დაუზიანეს.ჩამსხვრეულია მინა,თუმცა წაღებული არაფერია.ინფორმაცია სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის"ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ გაავრცელა.
"ქუთაისში ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრის მანქანა დალეწეს დღეს, როგორც ხედავთ არაფერი წაუღიათ. ვინ არის ამ თავგასულობასა და დანაშაულზე პასუხისმგებელი? ვინ ახალისებს ამ მაფიოზური ტიპის ძალადობას? მმართველ აგონიაში მყოფ პარტიას ვაფრთხილებთ რომ გააფრთხილონ თავიანთი მომხრეები და გონს მოეგონ!"-წერს გოგუაძე.
ელისო არჩაია წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო,პარტია "ქართული ოცნებიდან"
30 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ მობილიზებული შეხვდება. კომპანიის სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები სრულ მზადყოფნაში იქნებიან ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება. აგრეთვე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც. გარდა ამისა, გამოყოფილია სპეციალური ნომერი 577 35 51 51, სადაც ყველა შტაბს შეუძლია დაკავშირება და ობიექტური ინფორმაციის მიღება.
ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ადასტურებს , რომ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე უარი თქვა.ირინა ლომინაძე განმარტავს ,რატომ არ შეუშვეს მსოფლიო ბანი ოპერის თეატრში.როგორც ის ამბობს,მას არ სურდა პოლიტიკოს ბურჭულაძესთან შეხვედრა,თუმცა აცხადებს,რომ პაატა ბურჭულაძეს,როგორც მუსიკოსს,დიდ პატივს სცემს და მისი ფასიც იცის.ლომინაძის თქმით,დასთან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
" მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს უდიდესი პატივის ვცემ და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს, პაატა ბურჭულაძეს მე არ შევხვდებითქო. ეს არის ჩემი უფლება, მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომლის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას რომ ეთქვა, შეხვედრა სურდა დასთან, მე ამის უფლება მქონდა, დამეშალა?მე მუსიკოსი ვარ და ვიცი პაატა ბურჭულაძის წონა, ვიცი, ვინ არის."-განაცხადა ლომინაძემ.
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. საოპერო მომღერალი განმარტავს, რატომ ვერ შეძლო თეატრში შესვლა და მუსიკოსებტან გასაუბრება.
,,ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადრთან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით,,-პაატა ბურჭულაძე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air ახალ რეისებს იწყებს. 12 იანვრიდან, კვირაში 4 ჯერ ქუთაისიდან ფრენები…
პარასკევი ნოემბერი 21
In საზოგადოებაჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვა21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება.მათი სახელობის ეკლესია ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მდებარეობს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა…
პარასკევი ნოემბერი 21
In რელიგიაქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი დავით…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასამშაბათს, 25 ნოემბერს, ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოება