25 ნოემბერს, 11 საათზე, მერიის შენობის მიმდებარედ, საბა კლდიაშვილის სკვერში, შრომის მემორიალთან, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით , გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის დაწყების აღსანიშნავად მდუმარე აქცია გაიმართება.აქციის სლოგანია: გავერთიანდეთ! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისთვის!
საერთაშორისო კამპანია 25 ნოემბერს იწყება და 10 დეკემბერს დასრულდება.
ფონდის თანამშრომლების გარდა, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი NGO ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლები ქუთაისიდან და 10 მუნიციპალიტეტიდან, რომლებშიც ქალთა ფონდი „სოხუმი“ ქალთა გაძლიერების მიზნით სახვადასხვა პროექტს ახორციელებს.
აქციის ბოლოს, ფორუმ-თეატრი თემატურ პერფორმანსს წარადგენს.