მამაკაცი სხეულის 70 პროცენტის დამწვრობით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში იყო გადაყვანილი. ის გვიან ღამით გარდაიცვალა. დაღუპულმა 2 დღის წინ თერჯოლაში მდებარე ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში ყოფილი ცოლი მოკლა.
შემთხვევა 24 ნოემბერს მოხდა. კაცი მაღაზია "მაგნიტში" შეიჭრა, სადაც მისი ყოფილი ცოლი მენეჯერად მუშაობდა და ქალს ბენზინი შეასხა. თავად კი სხეულის 70 %-იანი დამწვრობა მიიღო.ქალი ადგილზე გარდაიცვალა,დაშავდნენ მაღაზიის თანამშრომლებიც, რომლებიც ქალის დახმარებას ცდილობდნენ.