შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე დაგეგმილია ქ.ქუთაისის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ე.ნინოშვილის და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან გუგუნავას ქუჩის კვეთამდე.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე დაგეგმილია ქ.ქუთაისის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ე.ნინოშვილის და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან გუგუნავას ქუჩის კვეთამდე.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირია დაკავებული.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილმა განაცხადა.
დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ.
9-ვე პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურეობრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში ე. წ. სანიკიანების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იგება ასფალტის საფარი ,რომლის დასრულების შემდეგ სანიაღვრეები და ცხაურები მოეწყობა.
აღნიშნული გზის კეთილმოწყობა, აქამდე არასდროს განხორციელებულა.
სოფელ როხში ე.წ. სანიკიანების უბნის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "ჯ და ჯ" ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.
სოფელ როხის ე.წ სანიკიანები უბნით 100-მდე ოჯახი სარგებლობს და ადგილობრივებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
ქუთაისის მერიის შენობაში განთავსებული მედიაცენტრი გაქურდეს. წაღებულია "მთავარი არხის" ჟურნალისტის,ირაკლი ვაჩიბერაძის ნოუთბუქი და “ტვ პირველის” ვიდეო კამერა. კამერებში ჩანს, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი კაცი 07:15 საათზე შენობაში ფანჯრიდან შედის.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ქუთაისში მეტალურგიული ქარხანასთან "ამბიკონ სტილსი" მორიგი აქცია იგეგმება.
19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი,…
შაბათი სექტემბერი 19
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების…
პარასკევი სექტემბერი 18
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოება