ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბერს, 20:00 საათზე ,ნაძვის ხის ანთების ცერემონიალით დაიწყება. ქუთაისის მერმა დღეს მიმართვა გაავრცელა,სადაც აღნიშნა,რომ დეტალურ პროგრამას,თუ რა იგეგმება ქალაქში საახალწლოდ,მერია რამდენიმე დღეში გაავრცელებს.მანამდე კი უკვე ცნობილია, რომ ქუთაისს ახალი,16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება.ანთების ცერემონიალზე ფოერვერკს გაუშვებენ.
25 დეკემბერს ქალაქი კათოლიკურ შობას აღნიშნავს.
29დეკემბრიდან 31 -ის ჩათვლით მეფეთუბანში საახალწლო ბაზრობა გაიმართება.
31 დეკემბერს ღონისძიები მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება,საღამოს კი საახალწლო კონცერტი გაიმართება.
3-5 იანვრის ჩათვლით მესხიშვილის,თოჯინებისა და ნიღბების თეატრებში პატარებისთვის წარმოდგენები ჩატარდება.
7 იანვარს კი ტრადიციულად, ალილოს მსვლელობა მოეწყობა.
საახალწლო ღონისძიებები 14 იანვარს დასრულდება.