- პოლიტიკა
- გადასვლები: 782
ქუთაისის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების საკითხს აღარ განიხილავენ-საკითხი დეპუტატებმა დროებით შეაჩერეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და იურიდიული კომისიების წევრებმა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და იურიდიული კომისიების წევრებმა
გაძვირდება თუ არა ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ,ხვალ გაირკვევა.მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა შესაძლოა გაორმაგდეს დ 40-ის ნაცვლად 80 თეთრი გახდეს.საკითხზე ქუთაისის საკრებულოში ხვალ იმსჯელებენ.მანამდე კი დღეს ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიიების გაერთიანებული სხდომა იმართება,რომლის ერთ-ერთი დღის წესრიგია მგზავრობის საფასურის განსაზღვრა -„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"-ამ საკითხზე მსჯელობა კომისიაში რამდენიმე წუთში დაიწყება.
იმერეთის ანტიკორუფციულ მოძრაობში ერთობლივი ბრიფინგი ხონის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ზვიად ჩიმაკაძემ და ანატიკორუფციული მოძრაობის წევრმა ბაქარ ახობაძემ გამართეს.
როგორც ზვიად ჩიმაკაძემ განაცხადა, ხონში არსებული ტენდერების უმრავლესობას,შპს "როსტვერკი" და შპს "ჯ და ჯ" იგებენ,კომპანიის დირექტორია წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატი"ქართული ოცნებიდან" ჯეირან ომანაძე,რომელმაც "ქართულ ოცნებას" 120 000 ლარი შესწირა.აღნიშნული პიროვნების კომპანიებს ჯამში, მხოლოდ 2022 წელს 6.5 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული,რაც ხონის ბიუჯეტის თითქმის ნახევარია.ბაქარ ახობაძის განცხადებით, ანტიკორუფციული მოძრაობა აქტიურად სწავლობს იმერეთში არსებულ კორუფციულ ფაქტებს და ყველა მსგავსი ფაქტი საჯარო გახდება მოსახლეობისთვის.
ანტიკორუფციულ მოძრაობაში ამბობენ, რომ მსგავსი ვითარებაა იმერეთის თითქმის ყველა რაიონში.
ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის ტენდერი შპს "ღამის შოუმ" მოიგო. ნაძვის ხის შესაძენად 155 000 ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული. "ღამის შოუმ"კონკურენტის გარეშე ,146 000 ლარად მოიგო ტენდერი.
ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით,ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ნათელი მაგალითია.თემაზე დღეს ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, მოსამართლეების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქცია ისევ იმართება. მოქალაქეები,ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები ერთხმად…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეებმა განაჩენი- 2 წლიანი პატიმრობა ძალაში…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებადღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის…
სამშაბათი ნოემბერი 18
In საზოგადოებაგიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება .ამის შესახებ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ YOUTUBE გადაცემაში “ორშაბათობა”…
სამშაბათი ნოემბერი 18
In სპორტისაშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ რჩება. საქართველოშიც ის ერთ-ერთი ყველაზე…
ორშაბათი ნოემბერი 17
In სტატია