ქუთაისის მუნიციპალიტეტში ახალი სამსახური - ა(ა)იპ მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა, რომელიც ქალაქის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ახდენს სწრაფ რეაგირებას სხვადასხვა ფაქტებსა და პროცესებზე.
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს .
ინსპექცია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი და შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც ევროპის დიდი ქალაქების ანალოგიურ სამსახურებს აქვთ დამკვიდრებული.
ამასთან, სამსახურს ადამიანური რესურსის სახით ჰყავს როგორც გამოცდილი კადრი, ასევე ახალი თანამშრომლები, რომლებმაც უკვე გაიარეს შესაბამისი მზადება ეფექტური მუშაობისა და ხარისხიანი შედეგის მიღწევის მიზნით.
ინსპექციის მიზანია მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, მუნიციპალური საკუთრების დაცვა.
მუნიციპალური ინსპექცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ქუთაისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებასა და მუნიციპალური საკუთრების დაცვას.
რაც შეეხება ახალი ააიპის ბიუჯეტს,ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კითხვით მივმართეთ და პასუხს ველოდებით.
სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა.მათ შორის არის ქუთაისელი ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე.
მის გარდა კიდევ 18 კანდიდატია.განაცხადების მიღების ვადა გუშინ დასრულდა .
ანა აბაშიძე- „არასამთავრობო ორგანიზაცია-პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი,
მარიკა არევაძე- საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი,
გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე,
ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების ინიციატივა-თანასწორობისთვის“ ხელმძღვანელი,
სოფიო დემეტრაშვილი-„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,
თინათინ ერქვანია - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის“ ასოცირებული პროფესორი,
ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი,
ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
ლევან კოჟორაშვილი - ყვარლის რაიონის „ახალგაზრდა იურისტთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე,
ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე,
გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დირექტორი,
სერგო მახარაძე - „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ იურისტი,
მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი,
ჯემალ ნათელაშვილი- „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი,
ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი,
ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის“ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი,
გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიურო „გიორგი ცობეხია და პარტნიორების“ დირექტორი,
იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი და ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი.