დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე , ნოდარ გიორგიძე ხელმძღვანელობდა, მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის სამსახურების და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. დეპუტატებს ბიუჯეტი დასამტკიცებლად საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ლერი გუმბერიძემ წარუდგინა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 11 მილიონ 814 200 ლარით განისაზღვრა. დატკიცებამდე ბიუჯეტი კომისიებისა და ფრაქციების ფორმატში განიხილეს,პროცესში ჩართული იყო მოსახლეობაც.