ქუთაისის საკრებულოს სხდომებს ამიერიდან ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"აღარ დაესწრება.ოპოზიციური პარტია ბოიკოტს აცხადებს .
ინფორმაცია პარტიის წევრებმა დღეს მედიას თავად მიაწოდეს.
საინფორმაციო სააგენტო "აქტორი " საკრებულოს წევრს,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს თედო მესხს ესაუბრა.
"საკრებულოს სხდომების ბოიკოტი გაგრძელდება მანამ,ვიდრე ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს,მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანს"-განაცხადა თედო მესხმა .
ფოტო არქივიდან.