შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, დაკავებულია.
„1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე.
სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-
ბენარას, ვარციხე-როხის, ბაღდათი-ვანი-დაფნარის და ზესტაფონი-ბაღდათის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 16 ლოკაციაზე განხორციელდა ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი. რომლებიც ფუნქციონირებას
ორშაბათს 22 მაისიდან დაიწყებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული რეგულაციები.
1. ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა პკ. 09კმ+380მ. (კამერა 3 ცალი)---70 კმ/სთ;
2. ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა პკ. 16კმ+400მ. (კამერა 2 ცალი)---50 კმ/სთ და 70 კმ/სთ;
3. ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა პკ. 19კმ+630მ. (კამერა 2 ცალი)---40 კმ/სთ;
4. ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა პკ. 21კმ+800მ. ---40 კმ/სთ;
5. ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა პკ. 24კმ+780მ. ---40 კმ/სთ;
6. ვარციხე-როხი პკ. 06კმ+370მ.---40 კმ/სთ;
7. ვარციხე-როხი პკ. 03კმ+880მ.---40 კმ/სთ;
8. ვარციხე-როხი პკ. 02კმ+550მ. (კამერა 2 ცალი)---40 კმ/სთ;
9. ვარციხე-როხი პკ. 01კმ+100მ.---70 კმ/სთ;
10. ბაღდათი-ვანი-დაფნარი პკ. 00კმ+450მ.---40 კმ/სთ;
11. ბაღდათი-ვანი-დაფნარი პკ. 04კმ+230მ.---40 კმ/სთ;
12. ბაღდათი-ვანი-დაფნარი პკ. 8კმ+550მ.---40 კმ/სთ;
13. ბაღდათი-ვანი-დაფნარი პკ. 11კმ+750მ. (კამერა 3 ცალი)---40 კმ/სთ;
14. ზესტაფონი-ბაღდათი პკ. 17კმ+450მ.---40 კმ/სთ;
15.სოფელ ვარციხეში გეგუთის გზაზე ---40 კმ/სთ;
16.სოფელ დიმში ფულარიანების უბანში---40 კმ/სთ;
კამერების მონტაჟი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ გახშირებული ავარიების თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელა.