თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში,მდინარე ძუსაში დამხრჩვალი 4 ადამიანიდან,სამი არასრულწლოვანია .ისინი ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. დაღუპულია მამა-შვილი და კიდევ 2 მოზარდი.. მაშველები ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
გუშინ, 2 მარტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში, ოთხი ადამიანი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. დანარჩენები მისი განაჩენის მცდელობის დროს დაიღუპნენ.