შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 20 პირი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, 2 კი მხილებულია.
სამართალდამცავებმა ბრალდებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დააკავეს,მათ შორის იმერეთშიც.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1949 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 64 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.