ქუთაისის ვიცე- მერმა დავით ერემეიშვილმა დედის დღე მიულოცა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების დედებსა და მეუღლეებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან 9 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას. ტრადიციულად, ყოველი წლის 3 მარტს, ადგილობრივი ხელისუფლება დედის დღეს სწორედ ამ გმირების დედებს ულოცავს განსაკუთრებულად.
დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს ფულადი საჩუქარი გადაეცათ.