მემინგენი(გერმანია)-ქუთაისის მგზავრები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის დაგვიანებით დაფრინდნენ. მანამდე ,,ვიზეარის,, ხომალდი ავარიულად რუმინეთში დაეშვა.მიზეზი ბორტზე მომხდარი დაპირისპირება გახდა.რუსი ეროვნების მგზავრს,რომელიც თვითმხილველების თქმით,ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ქართველმა მგზავრმა ტელეფონი ესროლა და თავი გაუტეხა.როგორც ირკვევა,რუსეთის მოქალაქე თვითმფრინავში შეუსაბამოდ იქცეოდა და ახალგაზრდა გოგონას ავიწროებდა.რუმინეთში დაფრენის შემდეგ ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციამ დააკავა.