იმერეთში ავსტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე პირი
შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რომლებშიც ქორწილში მიმავალი სტუმრები ისხდნენ. გარდაიცვალა 1 და დაშავდა 3 ადამიანი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.