ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენის-ქუთაისის რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას.-ინფორმაციას საქაერონავიგაცია ავრცელებს.
შეგახსენებთ,დღეს ათენიდან გამოფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად თბილისში დაჯდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ტექნიკური ხარვეზი სრულად აღმოფხვრილია.