ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრის სკვერში
საბავშვო მუსიკალური თეატრი „ირიდა“-ს, წითელხევის ხელოვნების სკოლის ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი და სამუსიკო სკოლის მევიოლინეების საკონცერტო ნომრები იყო წარმოდგენილი.
კულტურის სახლის მიმდებარედ, კახიანის ქუჩაზე მთელი დღის მანძილზე მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცე,
ასფალტზე ხატვა,სახის მოხატვა, ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთის მინი ტურნირები,
ასევე მთელი დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა ბატუტები და ატრაქციონები.
ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე, მათთვის საყვარელი ზღაპრების გმირები ზრუნავდნენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს და მათ მშობლებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა .
აღნიშნული ღონისძიებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის, კულტურული, სახელოვნებო, სამუსიკო, სპორტული და საგანმანათლებლო აიპების მხარდაჭერით განხორციელდა.
ქუთაისში დღეს, 2 ივნისს, 19:00 საათზე, აქცია-კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით,ელოდებიან ყველას,ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და უარს ეუბნება რუსულ კანონს.ღონისძიება ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება
,,ერთი მხრივ, შევაჯამებთ ქუთაისში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს. მეორე მხრივ, ქართველი მუსიკოსები, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მათივე საბრძოლო იარაღით - მუსიკით.
აქცია-კონცერტში მონაწილე მუსიკოსები:
#SKAZZ
#ბაჩო #ჯიქიძე
-#Will #Kolak
#Stress
#See #Me
#გერჩი
#Louie,,-ორგანიზატორების განაცხადება.