გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 290 ფაქტი გამოავლინეს.
ყველაზე მეტი, 119 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 73 - ბათუმში, 55 - რუსთავში, 43 კი - ქუთაისში.
290 სამართალდარღვევიდან 244 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 46 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 173 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 108 - მიკროავტობუსის, 9 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.
2025 წლის პირველ ოთხ თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1437 სამართალდარღვევაა გამოვლენილი.