გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო თევზჭერისას ელექტროიარაღებს იყენებდნენ მოქალაქეები მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე და სოფელ აზიზქენდის მიმდებარედ, მდინარე ალგეთზე, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მიმდებარედ მდინარე ბაბანეურის ფშაზე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, მდინარე რიონზეც. სოფელ მეორე ქესალოსთან, სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 42 კგ. თევზი.
ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.