13 აგვისტოს პარიზიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში ბრუნდება.
13 აგვისტოს პარიზიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში ბრუნდება.
12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქუთაისში ღონისძიებები გაიმართება .
16:00 სთ - თეთრი ხიდის მიმდებარედ, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან :
ახალგაზრდული სივრცეები სხვადასხვა ინტერესის მქონე ახალგაზრდებისთვის;
ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
"ახალგაზრდულ ინიციატივებში" გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია.
18:00 სთ - კონცერტი, მონაწილეობენ ლინდა ადამია და ბენდი ¼.
ღონისძიებას ელექტრონული მუსიკა დაასრულებს.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე - 12 აგვისტო - დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მიერ, რათა ხელი შეეწყო ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი როლი თანამედროვე საზოგადოებაში საერთაშორისო დღის წესრიგში ყოფილიყო გათვალისწინებული .
2008 წლის 11 აგვისტოს , რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სოფელ შინდისთან 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში.
რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქუთაისში ღონისძიებები გაიმართება .
16:00 სთ - თეთრი ხიდის მიმდებარედ, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან :
ახალგაზრდული სივრცეები სხვადასხვა ინტერესის მქონე ახალგაზრდებისთვის;
ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
"ახალგაზრდულ ინიციატივებში" გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია.
18:00 სთ - კონცერტი, მონაწილეობენ ლინდა ადამია და ბენდი ¼.
ღონისძიებას ელექტრონული მუსიკა დაასრულებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებს.
კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 6683 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი - 3177 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1330 - ქუთაისში, 1145 - ბათუმში, 1031 - ქალაქ რუსთავში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 6683 სამართალდამრღვევიდან, 5832 ფიზიკური პირია, ხოლო 851 - იურიდიული პირი.
4142 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2256 - მიკროავტობუსის, 277 - სატვირთო ავტომობილის, 8 - ავტობუსის.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 10-12 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 10-12 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, + 25 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს 4 ჭიათურელი მაღაროელის პროცესი გაიმართა. მხარდამჭერები ელოდნენ,რომ მოსამართლე დღეს განაჩენს გამოაცხადებდა,თუმცა…
პარასკევი იანვარი 16
In საზოგადოება2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 250 417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდულ…
პარასკევი იანვარი 16
In საზოგადოებადღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურელი მაღროელების დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. სავარაუდოდ დღესვე…
პარასკევი იანვარი 16
In საზოგადოებაწყალტუბოში, ხონში და სოფელ იანეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური…
ხუთშაბათი იანვარი 15
In საზოგადოება18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 15-16 იანვარს ცივი…
ხუთშაბათი იანვარი 15
In საზოგადოება