ბავშვთა საერთაშორისო დღე საერთაშორისო დღესასწაულია,რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე 1925 წელს დაარსდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი პირველი ივნისი 1950 წლიდან აღინიშნება .
1 ივნისს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ბავშვებისთვის გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა.
თუმცა, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი როდი აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც დაცული იქნება მათი უფლებები.
ხვალ, პირველ ივნისს, ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.აქტივობები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დილის 10:00 საათიდან დაიწყება და საღამოს 19:00 საათზე საბავშვო კონცერტით დასრულდება.
მთელი დღის მანძილზე, გაბაშვილის დასვენებისა და გართობის პარკში, საბავშვო ატრაქციონები პატარებს უფასოდ მოემსახურება.
10:00-20:00 საბავშვო ატრაქციონები - ცენტრალური ბულვარი;
10:00–20:00 საბავშვო ატრაქციონები - ბ.გაბაშვილის დასვენებისა და გართობის პარკი;
10:00-14:00 მხიარული ასპარეზობა, ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით - სპორტის სასახლე;
10:00 ცარცით ხატვის კონკურსი „ ბავშვები ვხატავთ ოლიმპიურ სამყაროს - მშვიდობისა და ერთიანობისთვის“ - ცენტრალური ბულვარი და „შრომის მემორიალის “მიმდებარე ტერიტორია;
10:00 საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის გამოფენა „ეკომეგობრული ტრანსპორტი ბავშვებისათვის“ - „შრომის მემორიალის “ მიმდებარე ტერიტორია;
10:00 საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ ასფალტზე ცარცით ხატვა „სპორტი ნახატებში“ - ცენტრალური ბულვარი;
11:00 რეაბილიტირებული ყინულის მოედნის გახსნა , საჩვენებელი პროგრამა
- ყინულის მოედანი;
12:00-18:00 ხელთნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური ბულვარი;
12:00 ბავშვთა ნახატების გამოფენა - ბავშვთა ხელოვნების გალერეა;
12:00-18:00 ჭადრაკის ტურნირი ბავშვთა შორის- ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;
12:00-18:00 სამხატვრო სტუდია „ხელოვანის“ მოსწავლეთა ნახატების გამოფენა - გალერეა „ვარლა“;
12:00-18:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი- ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან;
12 :00-14 : 00 საბავშვო სპორტული ქალაქი
საჩვენებელი გამოსვლები: ტაიკვანდო, უშუ, სპორტული აკრობატიკა, ფარიკაობა, ტურნირი მკლავჭიდში, გარბენი „ბავშვები მშვიდობისათვის“ - ცენტრალური ბულვარი;
12:00-13:00 ; 14:00-15:00 სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“- თოჯინების თეატრი;
13:00-15:00; 16:00-17:30 საბავშვო სტუდიების კონცერტი- ცენტრალური ბულვარი;
15:00-16:00; 17:00-18:00 ნიღბების თეატრის წარმოდგენა „ზღაპრული შოუ“ - ცენტრალური ბულვარი;
19:00 – 20:00 საბავშვო გალა-კონცერტი - ცენტრალური ბულვარი.
ბავშვთა გასართობი ღონისძიებები , ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და მხარდაჭერით გაიმართება.
1-ელი ივნისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან აღინიშნება .