საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში ძიძამ 1 წლის და 6 თვის მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.
ქ. თბილისში მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.