საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედება განახორციელა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით წარედგინა (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტის გამოყენებით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხოლო 23 თებერვალს გაწვიმდება, მაღალმთაში ხოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვალს დღის მეორე ნახევარში და 23 თებერვალს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 21-22 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 23 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 21-22 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 23 თებერვალს კი +2, +4 გრადუსამდე დაიკლებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22-23 თებერვალს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.