2 მაისს, ‘’ქუთაისქალაქობის’’ დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობის ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა გარკვეულ მონაკვეთებში დროებით შეიზღუდება.
ადგილობრივი თვითმმართველობა განცხადებას ავრცელებს.
27/28/29 აპრილს, 19:00 საათიდან 08:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება რუსთაველის ქუჩა N9ა- დან (DMO) რუსთაველის N3-მდე (მერიის ადმინისტრაციული შენობა).
27/28/29 აპრილს, 18:00 საათიდან 08:00 საათამდე, მოძრაობა სრულად შეიზღუდება პუშკინის ქ. N12-დან პუშკინის ქ. N18-მდე.
1 მაისის 10:00 საათიდან 3 მაისის 07:00 საათამდე მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება ცენტრალურ მოედანზე (თიბისი ბანკის შენობის მიმდებარედ).
2 მაისს, 09 :00 საათიდან ღონისძიებების დასრულებამდე, მოძრაობა სრულად შეიზღუდება კოლუმბია მისურის ქუჩის კვეთიდან ფალიაშვილის ქ.#31-მდე.
შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები:
N1L - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩით, წერეთლის გამზირზე, აღმაშენებლის გამზირის გავლით გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, წითელი ხიდიდან კი, განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.
N 1R - გრიშაშვილის ქუჩიდან გადავა ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირიდან - ლადო ასათიანის ქუჩაზე, შემდეგ კი, განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.
N3 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩის და წერეთლის გამზირის გავლით, შემდეგ კი, განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.
N4 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გრიშაშვილის ქუჩაზე, ჩაუხვევს ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, გაივლის აღმაშენებლის გამზირს, წერეთლისა და მანდარიას ქუჩებს, თამარ მეფის გამზირს, გურამ ფანჯიკიძისა და წერეთლის ქუჩებს, აღმაშენებლის გამზირის გავლით - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე , წითელი ხიდიდან კი, განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.
N5 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გრიშაშვილის ქუჩაზე, ჩაუხვევს ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, გაივლის აღმაშენებლის გამზირს, წერეთლისა და მანდარიას ქუჩებს, ჩამოვა თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძისა და წერეთლის ქუჩებით, აღმაშენებლის გამზირის გავლით, გადავა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე , წითელი ხიდიდან კი, განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.
N6 - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩით იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე და განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.
N10 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩიდან შევა წითელ ხიდზე.
N19 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გრიშაშვილის ქუჩაზე, ჩაუხვევს ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე, შემდეგ - აღმაშენებლის გამზირზე, წერეთლის ქუჩის გავლით მანდარიას ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირის გავლით - საფიჩხიის მოედნისკენ, შემდეგ კი, განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.
N20 - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩით შევა წითელ ხიდზე, იქედან კი, იმოძრავებს ჩვეული სვლაგეზით.
N141 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს გელათის ქუჩით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 364 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 111 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 159 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 31 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 21 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 63 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 20 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 143 კი - სხვა დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 265 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 114 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 83 - სამცხე-ჯავახეთში, 80 - კახეთში, 73 -აჭარაში, 66 - შიდა ქართლში, 41 - იმერეთში, 21 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 - გურიაში, 1 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2026 წლის პირველ 3 თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 161 ფაქტი გამოავლინეს.