დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ოთხი ჭიათურელი მაღაროელის საქმეზე პროცესი გაიმართა.
მოსამართლემ ყველა მათგანის საბოლოო სიტყვას მოუსმინა. განაჩენი ხვალ, დილის 10:00 საათზე გამოცხადდება.
,,მივმართავთ მოსამართლეს: ვიცით, რამხელა მნიშვნელობისაა ეს საქმე. უბრალოდ, გისურვებთ სიმტკიცესა და გამძლეობას. დაიცავით თქვენი მანტია, აღასრულეთ ის სამართალი, რასაც წელიწადი და ხუთი თვეა, ვითხოვთ. ნუ იქნებით მიკერძოებული, მსგავსად თქვენი კოლეგისა იყავით თავისუფალი, ობიექტური და სამართლიანი. ჩვენ ბევრს არ ვითხოვთ, უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფუნქცია ჯეროვნად და უმწიკლოდ.,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
