ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. ფულადი ჯილდო და დიპლომები მაღალმთიანი, მცირე კონტიგენტიანი სკოლების სამ კურსდამთავრებულს გადაეცა.
დაჯილდოებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფინანსური წახალისება სამმა კურსდამთავრებულმა -ელენე ზირაქაძემ (ზეგანის პირველი საჯარო სკოლა), ოლეგ თაბუკაშვილმა (საკრაულას სკოლა) და ქეთი ტაბეშაძემ( ხანის სკოლა) მიიღო.
