დღეს სააპელაციო სასამართლოში ჭიათურელ მაღალოელთა საქმის განხილვა გაიმართება. დაკავებულთა ადვოკატები სააპელაციო წესით მოსამართლე თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომელის მიხედვითაც ოთხ მაღაროელს პატიმრობა მიესაჯა.
დღევადელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი ბრალდებულებს საბოლოო სიტყვით მოუსმენს. თუ მოსამართლე დროში ჩაეტია და განაჩენის გამოტანა მოასწრო, ეს პროცესი ბოლო იქნება.
,,მივმართავთ მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს: ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულს — გვსურს მიუკერძოებელი, ობიექტური სასამართლო და სიმართლის ზეიმი, რათა ეს უდანაშაულო ხალხი ყოველგვარი სასჯელისგან გათავისუფლდეს. უსამართლობისათვის ციხეში გატარებული წელიწადნახევარი საკმარისზე მეტია; დროა, სიმართლემ იზეიმოს.,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
სასამართლო პროცესი დღეს, საღამოს 5 საათზე, ქუთაისში,სააპელაციო სასამართლოში გაიმართება.
