ქუთაისის საპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ოთხი ჭიათურელი მაღაროელის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
მან უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებულებს — მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს — 6 წელი და 3 თვე, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე პატიმრობა მიუსაჯა (1 წელი და 5 თვე უკვე გავიდა).
,,ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ, საბოლოოდ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგში) წავიყვანთ.
ხაზგასვმით და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს — ის მიკერძოებულია და ზემოდან ნაბრძანებ მითითებებს ასრულებს. როგორც თამარ მაზანაშვილი, ისე ნიკოლოზ მარგველაშვილი სისტემის ჯიბის მოსამართლეები არიან და მათ მსგავსად მრავალი სხვაა.,,-აცხადებენ დაკავებული მაღაროელების გულშემატკივრები.
