ქუთაისელი ძიუდოისტი, საბა ინანეიშვილი ზაგრების გრან პრის, ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
ტურნირი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობდა. საბამ აზერბაიჯანელი ჯამალ გამზათხანოვი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენის მწვრთნელი დავით თევდორაძეა.
