ქალაქ ბათუმში, ყინულის სასახლეში საერთაშორისო ღია ფესტივალი გაიმართა ყინულის ჰოკეიში, სადაც მონაწილეობდნენ თურქეთის ქალაქ ერზრუმის, სომხეთის ქალაქ ერევანის, საქართველოსთან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის გუნდები.
აღსანიშნავია ქუთაისელთა წარმატებული ასპარეზობა, რომლებმაც დაამარცხეს ბათუმი 2:1,თურქეთი 4:2.სომხეთის გუნდმა უარი განაცხადა ქუთაისთან შეხვედრაზე, თბილისის გუნდთან შეხვედრა დამთავრდა ფრედ- 4:4.დამატებითი ამხანაგური თამაშში თურქეთის გუნდი ქუთაისმა 7:4 დაამარცხა
ქუთაისის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. გაბრიელ ბუცხრიკიძე კი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
