ქუთაისის მერი დავით ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპისთვის, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება ინტერიერი და ექსტერიერი, განახლდება სახურავი, კარ-ფანჯრები, სველი წერტილები, სათამაშო დარბაზი და აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სპორტის სასახლე შეძლებს უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.
სამუშაოებისთვის1 347 396 ლარი დაიხარჯება.
დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი ქალაქის მერმა დაათვალიერა.
