ქუთაისელი ლევან დონაძე „კარატე 1 - სერია A“-ს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
„თბილისი არენაზე“ „კარატე 1 - სერია A“ მიმდინარეობდა. ტურნირზე ქუთაისელმა კარატისტმა ლევან დონაძემ (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ასლან დოსტუევი დაამარცხა.
პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს საქართველო ზედიზედ მეორედ მასპინძლობდა. ტურნირში 77 ქვეყნის 1267 სპორტსმენი მონაწილეობდა.
თბილისმა „კარატე 1 - სერია A“-ს პირველად 2025 წელს უმასპინძლა და ზედიზედ მესამედ 2027 წელსაც უმასპინძლებს.
