იურისტი,კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, როდია და როგორ ხდება ერთი მოსმენით მიღებული კანონის გაუქმება.
,,პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.
იურისტი,კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, როდია და როგორ ხდება ერთი მოსმენით მიღებული კანონის გაუქმება.
,,პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.
"ჩვენი უფლებები საფრთხეშია ", "მე ვირჩევ თავისუფლებას", "არა რუსულ კანონს", "ჩვენ გვინდა ევროპა"," ახალგაზრდებს ნუ წაართმევთ ევროპულ მომავალს "-ამ მოთხოვნებით დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა, არასამთავრობო სექტორის და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებენ .მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ არიან შეკრებილი.
აქციაზე მობილიზებულია სამართალდამცველთა საკმაოდ დიდი რაოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 50 სამართალდამცავი დაშავდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-ს დაშავებული თანამშრომლების ნაწილს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯამში, 66 ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, შეკრებილთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო. უწყება მიიჩნევს, რომ პოლიციამ თანმიმდევრულად პროპორციული ძალა გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.
,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.
სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.
მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.
პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.
მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.
აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.
აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.
შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.
სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო-არჩილ გეგენავა
იმერეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
""ჩვენ, იმერეთის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი რამდენიმე დეპუტატის მიერ ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“
კანონპროექტებს, რომელიც თავისი შინაარსით რუსული კანონის ანალოგია. მიგვაჩნია, რომ მოცემული კანონპროექტებიდან ერთ–ერთის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მომოქალაქეების წინააღმდეგ და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველაზე ახლოს ვართ ევროპულ მომავალთან. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უპირობოდ ვამბობთ
უარს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და თორმეტ პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რაც ეწინააღმდეგება ხალხის არჩევანს.
ქუთაისში საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების გარდა პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.ისინი ცალსახად მიიჩნევენ,რომ მსგავსი კანონი ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
,,ამ კანონს გინდა რუსული დავარქვათ,გინდა ჩინური,მთავარია, უნდა ვიცოდეთ,რომ ესეთი კანონის მიღება პრობლემაა ჩვენისთანა ქვეყანაში,სადაც სასამართლოს, პარლამენტს,ყველაფერს ერთი ადამიანი აკონტროლებს, თორემ ამერიკის და ევროპის ნაირ ქვეყნებში ესეთი კანონი არ წარმოადგენს პრობლემას და არც არასამთავრობო სექტორს და არც მოსახლეობას პრობლემებს ვერ შეუქმნის,,-თემურ ცამციშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "წარმომადგენელი.
76 მომხრე, 13 წინააღმდეგი "ოცნებამ" რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
ე.წ.,,აგენტების,,შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ქუთაისში გრძელდება მოქალაქეები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოედანზე,კოლონებთან არიან შეკრებილები და საკუთარ პროტესტს აფიქსირებენ.
,,ჩვენ,თანამოაზრეები ვმართავთ აქციას,იმისთვის,რომ საქართველოს სამარცხვინო პარლამენტმა არ მიიღოს კანონი ე.წ.აგენტების შესახებ . არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციას ან ადამიანს ეხება.თუ თქვენ რაიმე გადმორიცხვა გაქვთ უცხოეთიდან უცხოელისგან,ჩათვალეთ რომ თქვენც იმ აგენტურის,იმ რეესტრის ნაწილი იქნებით,რომელიც ასე უნდათ დააკანონ და შეგვათრიონ რუსეთში,სადაც დღეს არ არსებობს თავისუფალი სიტყვა და მედია,თუ არ გინდა იყო რუსეთის უკანა ეზო,გამოდი ქუთაისში და შემოგვიერთით,,-ქეთი ბერძენიშვილი,ჟურნალისტი.
ჭიათურის სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო კლდიაშვილი იხსენებს, რომ ადგილზე მისულ მე-3 ბრიგადას შუახნის მამაკაცი დახვდა.…
პარასკევი ნოემბერი 21
In ჯანდაცვა21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება.მათი სახელობის ეკლესია ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე მდებარეობს. მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა…
პარასკევი ნოემბერი 21
In რელიგიაქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი დავით…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასამშაბათს, 25 ნოემბერს, ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ოთხშაბათი ნოემბერი 19
In საზოგადოებაქუთაისში, რუას ქუჩის I ჩიხში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი დავით…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასამშაბათს, 25 ნოემბერს, ჭიათურელი მაღაროელების 270-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან. აქცია…
ხუთშაბათი ნოემბერი 20
In საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო…
ოთხშაბათი ნოემბერი 19
In საზოგადოება48 წლის ქუთაისელი ლია ასკურავა პირველი შვილის დედა გახდა. ქალბატონი უშვილობის 15 წელი ებრძოდა. 9…
ოთხშაბათი ნოემბერი 19
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე, წითელი ნუსხით დაცული - წაბლის…
ოთხშაბათი ნოემბერი 19
In საზოგადოება