საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს დილით,გამთენიას კლდოვანი მასა ჩამოიშალა,რის გამოც დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.