ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითთან მეწყერი ჩამოწვა,როს გამოც სარკინიგზო ხაზი დაზიანდა.შესაბამისად, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.
,,უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.
აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.,,-საქართველოს რკინიგზა.
ფოტო პირობითია.