ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ,საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მეწყერი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში ჩამოწვა.
ერთი ადამიანი დაიღუპა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, სადა ზვავი ჩამოწვა და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა,მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.