6 თებერვლის სტიქიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ათეულობით სახლს გადახადა სახურავი, წაქცეულია ხეები ,დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა ,ელექტრო გადამცემი და გაზმომარაგების ქსელი.
მუნიციპალიტეტის მერის დავალებით შექმნილმა კომისიამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.
სოფლებში დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზები და გაზმომარაგების ქსელზე ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,სოფლების ნაწილს ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება