- პოლიტიკა
- გადასვლები: 1191
,,ევროპული საქართველო ,, წყალტუბოში კორუფციის შესაძლო ფაქტების გამოძიებას ითხოვს
,,ევროპული საქართველო" გენერალურ პროკურატურას წყალტუბოში კორუფციის ეჭვის გამო გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
,,ევროპული საქართველო" გენერალურ პროკურატურას წყალტუბოში კორუფციის ეჭვის გამო გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
,,ევროპული საქართველო,, ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, მერიამ ბიუჯეტი 684 ათასი ლარით აზარალა. მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გარეგანათების ქსელისთვის 4 200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა. კანდიდატის ინფორმაციით, ამ შესყიდვისთვის მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი და სანათები კონკრეტულ მომწოდებელს უკონკურენტოდ დაუკვეთა.
შედეგად, კახიძის მტკიცებით, 90-ვატიან დიოდურ სანათში მერიამ 275 ლარი გადაიხადა, როცა ტენდერის მეშვეობით 150-ვატიანი სანათი 112 ლარი ჯდებოდა. შესაბამისად, მარტო ერთ შესყიდვაში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი თითო სანათში, რაც 4 200 ერთეულზე შეადგენს 684 ათას ლარს.
საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარი არ კეთდება.
,,ქუთაისის ააიპების სახელფასო ფონდში საბიუჯეტო სახსრები არამართლზომიერად იხარჯება,,- ეს განცხადება მედიასთან ლეიბორიტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ჟურნალიტებთან გააკეთა. როგორც ირაკლი კიკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა , ქალაქის აიპები, განსაკუთრებით კი სპორტისა და სპეც სერვისების ადმინისტრაციები ,,ქართული ოცნების,, აქტივითაა დაკომპლექტებული და მათი სახელფასო ფონდი არამიზნობრივად მზარდია. ბრალდებებს ადგილობრივ თვითმმართველობაში არ უპასუხეს.
კონსერვატიულმა პარტიამ დღეს ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მანდატის მოსაპოვებლად ქუთაისში თეა ერგემლიძე იბრძოლებს. კანდიდატის განცხადებით, ის მომავალი თაობის ნათელი მომავლის შექმნისთვის იბრძოლებს.
კონსერვატიული პარტია, კანდიდატებს სამტრედია, ვანსა და ხონში უახლოეს მომავალში წარადგენს.
პარტია „თეთრებმა“ დღეს ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მანდატის მოსაპოვებლად თემურ შაშიაშვილი იბრძოლებს. კანდიდატმა ქალაქის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქალაქის მმართველობის სტილი შესაცვლელია. შაშიაშვილმა დააანონსა, რომ ხვალიდან ყველა პარტიას სპეციალურ ღია წერილის გადასცემს, სადაც საუბარია 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც კანდიატის თქმით, ღირსების ბრძოლაა საქართველოსთვის.
,,ნაციონალური მოძრაობის,, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, პედაგოგებმა იმ ვითარებაზე ისაუბრეს, რაც დღეს უნივერსიტეტში და მთლიანად ქუთაისშია.
კანდიდატებმა პირობა დადეს, რომ არჩვენებში გამარჯვებისთანავე შეეცდებიან აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტში, პრობლემები მოგვარდეს. ასევე აცხადებენ, რომ ქუთაისს ექნება კანონი მისი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ და ქალაქი აუცილებლად გახდება საქართველოს პოლიტიკური და სამხრეთ კავკასიის ტურისტული ცენტრი.
თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ძიუდოში, კადეტთა შორის ევროპის თასი გაიმართა. საქართველოს ნაკრებნა 6 მედალი მოიპოვა. ქუთაისელი ვალერი…
ოთხშაბათი მარტი 11
In სპორტიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე…
ოთხშაბათი მარტი 11
In საზოგადოებად.კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეამ ვარლამ ფესტვენიძის პერსონალურ ფოტოგამოფენას უმასპინძლა. ფოტო ხელოვანმა დამთვალიერებლებს, საკუთარი თვალით დანახული…
ოთხშაბათი მარტი 11
In კულტურასაბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა…
სამშაბათი მარტი 10
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკამთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14…
სამშაბათი თებერვალი 24
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკაქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკა