„ქართული მარშის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააბოქლომეს და პოლიტიკური პარტიის წევრებს ეზოში ცოცხი დაუტოვეს. მათი თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ დავით-გარეჯის გასხვისებაში მთავარი ბრალდებულია, ისინი გრიგოლ ვაშაძეს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ. მარშის წევრები ამბობენ, რომ სირცხვილია ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს გრიგოლ ვაშაძე იყრიდეს
,,მარშის,, წარმომადგენლებს ნაციონალური მოძრაობის წევრები ოფისში არ დახვედრიან.