,,ევროპული საქართველოს" წევრებმა დღეს ქუთაისში აქცია გამართეს.
პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოითხოვა.მათ დაკავებას ოთარ კახიძე საარჩევნო პროცესებს უკავშირებს. მისი თქმით ისინი ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლთან დღეს სიმბოლურად შეიკრიბნენ.
საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს ტერიტორიები სსაწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ედებათ