ლეიბორისტული პარტიის ბრალდებებს ბრიფინგით უპასუხა ქუთაისის ნომერ 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისია არ განსაზღვრავს ამომრჩეველთა რეგისტრაციის ადგილს.რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის წერილობით განცხადებას,ოსეფაიშვილის თქმით წერილი შესაბამის ორგანოებს უკვე გადაეცა. უზუსტობის გასასწორებლად და ფაქტების გასარკვევად მუშაობა უკვე დაწყებულია.