"ქუთაისში 400 ერთეული არარსებული მისამართი იუსტიციის სახლმა,საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად გამოგონილი სუბიექტების დასარეგისტრირებლად და ამ გზით არჩევნების გასაყალბებლად შექმნა"_ ამ ბრალდებით ბრიფინგი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა დღეს საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართეს. ოპონენტებმა საარჩევნო ადმინისტრაციას აღნიშნული მისამართების სიიდან ამოღების მოთხოვნით წერილობით მიმართეს და დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს.
- პოლიტიკა
- გადასვლები: 941