- პოლიტიკა
- გადასვლები: 291
2022 წელს ,საქართველო უკრაინას 38 მილიონი ლარით დაეხმარა-საქართველოს მთავრობა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“.- ნათქვამია ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ გააქტიურდა ურთიერთობების დინამიკა მოლდოვასთანაც.
„2022 წლის 17-18 ოქტომბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო 24 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები, რამაც რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ერთობლივი მიზნების კონსოლიდაციის საკითხში დიდი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია ანგარიშში.